19 აპრილი 2024,   00:36
ვრცლად
„მეოთხე თუ მეხუთე დღეა, კამერა ვერ ამოიღეს, რომ დადონ და გამაჩუმონ" - თორდია ფარცხალაძის ადვოკატებს პასუხობს

სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელმა ლაშა თორდიამ, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატების მიერ, დღეს გამართულ პრესკონფერენციას ეხმაურება. ლაშა თოდრიამ ადვოკატები სიცრუეში დაადანაშაულა. 

„სიმართლე არის ჩემს მხარეს, ვლაპარაკობ იმას, რაც იმ დღეს მოხდა. მეოთხე თუ მეხუთე დღეა, კამერა ვერ ამოიღეს, რომ დადონ და გამაჩუმონ, თუ გასაჩუმებელი ვარ და ბრალდებებს ვუყენებ. ასე გამოდიან და საუბრობენ რაღაც საოცრებებს, აი ლაშა თორდიამ 30 წამი როგორ შეიძლება ამას ინციდენტი შეიძლება დავარქვათ, რატომ არ გამოიძახა პატრული და ჩემს მხარეს არის ახლა გამოშვერილი ეს ისრები, რომ თითქოს მერ რაღაც როგორ არ განვახორციელე,“ - აღნიშნა თორდიამ.

შეგახსენებთ, რომ ლაშა თორდიას სიცრუეში ადანაშაულებს ფარცხალაძის ადვოკატი. მერაბ ჩიქოვანმა, მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებების შესახებ ისაუბრა და განმარტა, რომ სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია.

ფარცხალაძის ადვოკატი აცხადებს, რომ ბევრი საეჭვო გარემოებაა, კერძოდ - რატომ არ გამოიძახა თორდიამ საპატრულო პოლიცია, ან სამედიცინო დახმარება ინციდენტის დარსულებისთანავე. 

ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ ლაშა თორდიამ დაზიანებები თავად მიიყენა.

დღის ამბები