14 ივლისი 2020,   08:01
ვრცლად
მზადება საყოველთაო განხილვების მეორე რაუნდისთვის - მმართველი გუნდი პრევენციულ ღონისძიებებს აანონსებს

მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვების მეორე რაუნდისთვის ემზადება. შეხვედრების დეტალები ამ დრომდე უცნობია, თუმცა ქართული ოცნების წევრები პრევენციული ღონისძიებების გატარების აუცილებლობაზე საუბრობენ.

საყოველთაო მსჯელობის მეორე ეტაპს, პარლამენტის თავმჯდომარე საზოგადოების მაღალი ინტერესით ხსნის. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ყველაზე ხმაურიანი თემების განხილვა თემატურ ჯგუფებთანაც გაიმართება. ირაკლი კობახიძე ჯერ არ აკონკრეტებს, რა შესწორება შეიძლება შევიდეს ქვეყნის მთავარი კანონის პროექტში.

თბილისში რაიონების მიხედვით, საყოველთაო განხილვის ფორმატში 10 შეხვედრა გაიმართება. საყოველთაო განხილვების დამატებითი შეხვედრების გამართვით, კონკრეტულ შედეგებს არ ელოდებიან ევროპულ საქართველოში.

პატრიოტთა ალიანსი კი, ხელისუფლებას დათმობას ურჩევს და საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში იმ შესწორებების შეტანას ითხოვს, რომელიც გადაუნაწილებელ მანდატებს უკავშირდება. ნაციონალური მოძრაობა საყოველთაო განხილვებს პოლიტიკური შოუს უწოდებს.

არასამთავრობოებმა დღეს მოქალაქეებსაც მიმართეს და შეხვედრაზე დასწრებისკენ მოუწოდეს. საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობა სხვადასხვა უნივერსიტეტში იგეგმება. პროექტის განხილვას პარლამენტის თავმჯდომარე გაფართოებულ შეხვედრაზე, პოლიტიკურ პარტიებთანაც აპირებს.

დღის ამბები