25 აპრილი 2024,   11:43
ვრცლად
დაანონსებული რეფორმა - გამგებლების ნაცვლად, არჩეული მერი

ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახალ რეფორმას აანონსებს - 12 ქალაქს, რომელსაც დღეს გამგებელიც ყავს და მერიც, რეფორმის შემდეგ მხოლოდ მერი ეყოლება. მერს მოსახლეობა აირჩევს და მას ქალაქთან ერთად მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების მართვაც დაევალება. ინფრასტრუქტურის სამინისტროში მიზეზად ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას ასახელებენ, თუმცა რამდენი დაიზოგება ჯერჯერობით არ კონკრეტდება.

ინიციატორები განმარტავენ, რომ ქალაქებს თვითმმართველის სტატუსი შეუნარჩუნდებათ, თუმცა, როგორ მოხდება მართვა, როცა ბიუჯეტი მთელს მუნიციპალიტეტს საერთო ექნება, უცნობია.

ყველა მერიაში ჩამოყალიბდება ორგანო, სადაც მერის მოადგილეები და სამსახურების უფროსები შევლენ. რეფორმის მიხედვით, მერი გადაწყვეტილებას მხოლოდ მათი თანხმობით მიიღებს. სტრუქტურაში მერი თანამდებობის პირებს საკრებულოს ნებართვით დანიშნავს.

ოპოზიციისთვის დაანონსებული რეფორმა გაუგებარია. უმცირესობაში ამბობენ, რომ წინასწარ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, სინამდვილეში ქალაქებს რეალური თვითმმართველობის შესაძლებლობა არ ექნებათ. თუმცა, განსხვავებული მოლოდინი აქვთ ადგილობრივ მმართველობებში.

თუ რეფორმა იმ ფორმით შევა ძალაში, როგორც დაანონსდა, ექსპერტების აზრით, სოფლის მოსახლეობას თვითმმართველობის შესაძლებლობა აღარ ექნება, უბნებსა თუ ტერიტორიულ ერთეულებში კი შექმნილი სტრუქტურები ქმედითი ვერ იქნება.

ამავე თემაზე
დღის ამბები