13 ივლისი 2020,   20:14
ვრცლად
პორტების კორუფციული სქემა - ივანიშვილი-ფარცხალაძე-მამაცაშვილი-ჩხარტიშვილის მონაწილეობით სახელმწიფოს მიერ დაკარგული მილიარდები

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გივი თარგამაძე, იმ კორუფციულ სქემაზე საუბრობს, რომელსაც, მისი თქმით, სათავეში ოთარ ფარცხალაძე უდგას და, რომელიც ბათუმის პორტს უკავშირდება.

განცხადება თარგამაძემ არჩევანში საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, ოთარ ფარცხალაძემ ბათუმის პორტი ხელოვნურად გააკოტრა. 

თარგამაძემ ფაქტებიც დაასახელა და თქვა, რომ ბათუმის პორტის დაჯარიმება რამდენჯერმე მოხდა და პორტის გაკოტრების პროცესში ჩართული იყო სასამართლო სისტემაც.  დაყადაღდა ქონება და ბათუმის პორტს შეეზღუდა საქმიანობა.

ევროპული საქართველოს წევრი ამბობს, რომ ფარცხალაძეს ევალებოდა საქმის დარეგულირება და მოგვარება სასამართლოში. თარგამაძის ინფორმაციით, სქემაში ჩართული იყო ყაზახური მხარის მიერ დანიშნული ადამიანი, საქართველოს ლუკოილი და ყოფილი პრემიერმინისტრი, ბიძინა ივანიშვილი.

„თუ გადავხედავთ სასამართლოს საქმეებს ვნახავთ, რომ როდესაც იქ ყადაღდება ყველაფერი, პრაქტიკულად გარდა ბათუმის ტერმინალისა, რომელსაც ახლა შეიძება ვუწოდოთ მცირე პორტი ბათუმის. რომლის მმართველი კომპანიაც გახდა მთლიანობაში ბათუმის პორტის ავანჩავანის ხელმძღვანელი.

რეალურად ვაბროვკ  კონსალტინგი, ასეთი ფირმის ჩამოყალიბება მოხდა და ამ ფირმაში ხელმძღვანელად დაინიშნა,  ლუკოილის ხელმძღვანელის ვაჟი ბატონი ოთარ ქათამაძე.

იგივე პერიოდში ხდება ბატონი ოთარ ფარცხალაძის დანიშვნა საქართველოს ლუკოილში ვიცე პრეზიდენტად. ჩემი ინფომრაციით, ამას დიდი ძალისხმევა დასჭირდა და პირადად ბიძინა ივანიშვილის ზარი ლუკოილის ხელმძღვანელთა ალექ პეროვთან, სადაც მან პირდაპირ თხოვა, რომ იმ დამსახურებების გამო რაც მის წინაშე აქვს ფარცხალაძეს დაენიშნათ.

თავად საქართველოს ლუკოილის მმართველს ქათამაძეს ამის სურვილი არ ჰქონდა და მას ეს სთხოვეს მოსკოვიდან,“-აცხადებს თარგამაძე.  

მისივე ინფორმაციით, ბათუმის პორტის გაკოტრების შემდეგ მთავარი დატვირთვა გადავიდა ბათუმის მცირე პორტზე, სადაც ტვირთების შემოტანის მარჟამ 25%-ით დაიწია. თარგამაძე ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით უფუნქციო გახდა ფოთის პორტიც.

„მარჟა ტვირთების შემოტანის დაწია და 25%-ით დაბალი გახადა, რომ შეეწოვა ყველა ტვირთი იქ. საბოლოო აკორდი იყო, როდესაც ფოთის პორტიდან ბათუმის პორტში გადმოვიდა ლუკოილი. სქემაში ჩართული იყო ვანო ჩხარტიშვილი და სასამართლოების მეშვეობით ჩამოაშორეს თანამდებობას ყაზახების დანიშნული ხელმძღვანელი და დანიშნეს ჩხარტიშვილის პროტეჟე. ვაიბრო კონსალტინგი გადაეცა საქართველოს რკინიგზას, რომელსაც აკონტროლებს უჩა მამაცაშვილი და აქ შეიკრა წრე...

"თურქმენეთის ნავთობის შემოტანას ისახავდა მიზნად. ფარცხალაძემ ჩათვალა რა, რომ სქემა დასრულებულია, მოინდომა ვანო ჩხარტიშვილის ამოგდება. შესთავაზეს, შენ გაიწიე და ნავთობს შემოვიტანთ ჩვენო. ამ ჭიდილში ვანო ჩხარტიშვილმა მოახერხა, მოელაპარაკა აზერბაიჯანელებს და ეს ნავთობი გაუშვა აზერბაიჯანულ მილში. ეს მთელი სქემა, რომელიც შედეგადაც ფოთის პორტი გააღატაკეს, ბათუმის პორტი დაანგრიეს, ბათუმის მცირე პორტიც დარჩა დაუტვირთავი,“ - განაცხადა თარგამაძემ.

დღის ამბები