25 აპრილი 2024,   04:05
ვრცლად
იური ლუჟკოვთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო უწყების განცხადბას ქეთევან ციხელაშვილი ეხმაურება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას იური ლუჟკოვთან დაკავშირებით ამჯერად შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ეხმიანება. ქეთევან ციხელაშვილის თქმით, მოსკოვის მერს სანქციები მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო დაუწესდა და არა კანონდარღვევისთვის, რადგან მას ხანდაზმულობის ვადა გასული ქონდა.

მინისტრის განცხადებით, საქართველო მისი კანონების პატივსცემას ყველასგან ითხოვს და აღნიშნავს, რომ ტურისტულად ჩამოსულ პირებს ქვეყანაში პრობლემები არ ექმნებათ.

„განცხადებები, რომელიც მან გააკეთა საქართველოს სახელმწიფოსთან მიმართებაში, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან მიმართებაში, ცხადია, არც ხელისუფლებისთვის და არც ქართული საზოგადოებისთვის მისაღები არ იყო, ვერ იქნებოდა და ამასთან  დაკავშირებით ძალიან მკაფიო განცხადებები და შეფასებები მისი ვიზიტის პერიოდშიც გაკეთდა,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

რუსეთის საგარეო უწყებამ მოსკოვის ყოფილი მერის შავ სიაში ჩასმასთან დაკავშირებით თბილისი პროვოკაციებში დაადანაშაულა და მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში გამგზავრებამდე ყველა რისკი გაითვალისწინონ.

დღის ამბები