25 აპრილი 2024,   10:39
ვრცლად
"პოლიტიკური შიზოფრენია" - პუტინი დონალდ ტრამპის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ეხმიანება

დონალდ ტრამპის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს, რომელიც სერგეი ლავორვისთვის ისლამური სახელმწიფოს შესახებ საიდუმლო ინფრომაციის გადაცემას ეხება, ვლადიმერ პუტინმა პოლიტიკური შიზოფრენია უწოდა.

რუსეთის ლიდერი აცხადებს, რომ მის კოლეგას გასაიდუმლოებული ცნობები კრემლისთვის არ გაუზიარებია და ამის დასამტკიცებლად, თეთრი სახლის თანხმობის შემთხვევაში, მზად არის ლავროვი-ტრამპის შეხვედრის ჩანაწერი გაავრცელოს.

ვლადიმერ პუტინის თქმით, ვაშინგტონში არსებობს ადამიანების ჯგუფი, ვინც ტრამპის დისკრედიტაციის კამპანიას ხელმძღვანელობს და შიდა პოლიტიკურ ბრძოლას ანტირუსული ლოზუნგებით, რუსეთის საწინააღმდეგო განწყობის გასაღვივებლად აწარმოებს.

პუტინის თქმით, ეს ადამიანები ან ბრიყვები არიან, რომლებიც ვერ აცნობიერებენ, რომ ამით საკუთარი ქვეყნის ინტერესებს აზიანებენ, ან ძალიან საშიში პირები არიან, რაც თავისთავად შემაშფოთებელია. 

დღის ამბები