20 აპრილი 2024,   11:27
ვრცლად
აქცია საბერძნეთში - აქტივისტები ახალ ანტიკრიზისულ გეგმას აპროტესტებენ

საბერძნეთში ახალ ანტიკრიზისულ გეგმას აპროტესტებენ, რომელსაც პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს. ათენის ცენტრში აქცია გაიმართა, რომელიც ტრადიციულად, პარლამენტის შენობასთან პოლიციელებთან შეტაკებაში გადაიზარდა.

სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დემონსტრანტებმა კი, სამართალდამცველებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს.

ანტიკრიზისული გეგმა საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს. გაფიცვის გამო, 4 საათის განმავლობაში არ მუშაობდა აეროპორტის სადისპეტჩერო. სამსახურში ასევე არ გამოცხადდნენ ექიმები, პედაგოგები და ჟურნალისტები.

დღის ამბები