20 აპრილი 2024,   02:15
ვრცლად
უფასო სასადილოები და შესაძლო კორუფციული სქემა - გიორგი ვაშაძე პროკურატურაში იმყოფება

სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს ლიდერი გიორგი ვაშაძე პორკურატურაშიიმყოფება. საქმე ეხება ახალი საქართველოს წარმომადგენლების მიერ დედაქალაქის უფასო სასადილოებში გამოაშკარავებულ სავარუდო კორუფციულ სქემას. ახალი საქართველოს ლიდერმა უწყებაში შესვლამდე განაცხადა, რომ ის და მისი თანაპარტიელები მიაწვდიან ინფორმაციას მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებს იმ შესაძლო კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით, რომლის გამოვლენაც სამთვიანი მონიტორინგის შედეგად მოხდა.

„ჩვენა არ ვართ დაბარებული, ჩვენ ჩვენი განმეორებითი მოთხოვნის შედეგად მივდივართ პროკურატურაში, რომ უფასო სასადილოებში არსებულ მასშტაბურ კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ გამოვავლინეთ გასული კვირის მანძილზე, სამთვიანი მონიტორინგის შედეგად, მივაწოდოთ ყველა მტკიცებულება და მოვითხოვოთ ყველა იმ ადამიანის პასუხისგებაში მიცემა, რომელიც ჩადის ამ ამაზრზენ ფაქტს. ყველაზე გაჭირვებულ ადამიანებს პარავენ საჭმლის ფულს იდებენ ჯიბეში. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ჩვენ მივაღწიეთ, რომ პროკურატურაში იქნება შეხვედრა,“ - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს თავმჯდომარე იმედს გამოთქვამს, რომ პროკურატურა რეალურად დაიწყებს გამოძიება მასშტაბურ კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით.

„ამ სქემაში, ვფიქრობ, რომ ასევე დასაკითხია ქალაქ თბილისის მერი, დავით ნარმანია,“ - განაცხადა ვაშაძემ.

შესაძლო კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს წევრმა ლევან ხაბეიშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ „დაახლოებით 19 ათასი ბენეფიციარის თანხას, ყოველდღიურად მაღალი თანამდებობის პირები იდებენ ჯიბეში.“

ხაბეიშვილის თქმით, დანაშაულებრივ სქემაში დედაქალაქის მერიაც ჩართულია.

დღის ამბები