23 აპრილი 2024,   21:16
ვრცლად
სტრასბურგში უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების შესახებ დოკუმენტს ხელი მოეწერა

სტრასბურგში უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების შესახებ დოკუმენტს მოეწერა ხელი. შესაბამის საკანონმდებლო გადაწყვეტილებას ხელი ევროპარლამენტის პრეზიდენტმა - ანტონიო ტაიანიმ და ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, მალტის წარმომადგენელმა მოაწერეს. ცერემონიას პეტრო პოროშენკოც ესწრებოდა.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ამ დოკუმენტით უკრაინა ევროპულ ოჯახში ბრუნდება და საბოლოოდ ამბობს უარს საბჭოთა წარსულზე.

უკრაინის მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ გამგზავრებას დოკუმენტის გამოქვეყნებიდან 20 დღეში შეძლებენ.

დღის ამბები