23 აპრილი 2024,   17:40
ვრცლად
აშშ-ის კონგრესში დღეს პირველად დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი მოითხოვეს

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში დღეს პირველად დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი მოითხოვეს. დემოკრატები პრეზიდენტს სამართალდარღვევაში ადანაშაულებენ. საუბარია The New York Times-ის მიერ გავრცელებულ ცნობაზე, რომ FBI-ის ყოფილ დირექტორს ტრამპმა თავისი ყოფილი მრჩევლის რუსეთთან კავშირებზე გამოძიების შეწყვეტა სთხოვა.

კანონმდებლებს სურთ გაგება, ითხოვდა თუ არა თეთრი სახლი ფლინზე გამოძიების შეწყვეტას და გადასცა თუ არა საიდუმლო ინფორმაცია პრეზიდენტმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც მოკავშირე ქვეყნის მხრიდან იყო მოპოვებული. 

„მოვითხოვ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის იმპიჩმენტს სამართალდარღვევის გამო. ამას არ ვაკეთებ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, ამას ვაკეთებ, რადგან მჯერა იმ იდეალების, რომელზეც ჩვენი ქვეყანა დგას - ესენია თავისუფლება და სამართლიანობა ყველასთვის. ამ ქვეყანაში კანონზე მაღლა არავინ დგას. კანონზე მაღლა არ დგას პრეზიდენტიც,“ - განაცხადა აშშ-ის კონგრესმენმა დემოკრატიული პარტიიდან  ელ გრინიმ.

აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი ელაიჯა ქამინგზი ამბობს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიმართ, ყოველდღიურად ისმის შემაშფოთებელი ბრალდებები. მისი თქმით, ახლა არსებობს მორიგი ცნობა, რომ პრეზიდენტმა მიუთითა ჯეიმს კომის შეეწყვიტა გამოძიება ფლინზე. ელაიჯა ქამინგზის განცხადებით, ეს ყველაფერი ამერიკის იმიჯზე ცუდად მოქმედებს.

გარდა ამისა, ბევრი კითხვა გააჩინა, ვლადიმერ პუტინის განცხადებამ, იმასთან დაკავშირებით, რომ მას შეუძლია წარმოადგინოს ჩანაწერები, თუ რაზე ისაუბრეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, გასულ კვირას თეთრ სახლში შეხვედრის დროს.

„თუ ეს ჩანაწერი ნამდვილად არსებობს და თუ მისი შინაარსი ასახავს რეალობას, გვინდა მოვისმინოთ ბატონი კომისგან, რატომ არ მიმართა შესაბამის ზომებს. არსებობს უამრავი პასუხგაუცემელი შეკითხვა, ჩვენი ვალია ვუპასუხოთ ამ ვითარებას საღი გონებით და დავეყრდნოთ მხოლოდ ფაქტებს,“ - განაცხადა აშშ-ის კონგრესის სპიკერმა პოლ რაიანმა.

დღის ამბები