19 აპრილი 2024,   23:53
ვრცლად
17 ოპოზიციური პარტია ვენეციის კომისიას ახალ კონსიტუტუციასთან დაკავშირებულ შენიშვნებს უგზავნის

ვენეციის კომისიას შენიშვნებს 17 ოპოზიციური პარტია უგზავნის. ინტერპარტიული ჯგუფის მიერ მომზადებულ დოკუმენტს რესპუბლიკური პარტია და მოძრაობა ევროპული საქართველოც უერთდება.

წერილში ოპოზიციური პარტიები იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რომელსაც კონსტიტუციის ახალ რედაქციაში ხედავენ.

„ეს არის წერილი, სადაც დეტალური ინფორმაციია იმასთან დაკავშირებით, როგორ ირგებს თავის თავზე ხელისუფლება საარჩევნო სისტემას, როგორ არ ითვალისწინებს საზოგადოების, არც პოლიტიკური პარტიების და არც არასამთვარობო ორგანიზაციების განწყობას. ვენეციის კომისიას ვაწვდით ამ დეტალურ ინფორმაციას იმისთვის, რომ ჰქონდეთ საფუძველი ძალიან კრიტიკული დასკვნის დასაწერად,“ - განაცხადა დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს მთავარი საბჭოს წევრმა, გიორგი ახვლედიანმა. 

დღის ამბები