25 აპრილი 2024,   11:36
ვრცლად
"რუსთავი 2"-თან შეჯახებამ გამოავლინა ამ ხელისუფლების ყველა მახინჯი მხარე - დებატები პარლამენტში

პარლამენტში რუსთავი 2-ის საქმესა და მედია გარემოსთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის ანგარიშს შეფასებისას დაწყებული დებატები უმცირესობასა და უმრავლესობას შორის სხდომათა დარბაზის გარეთაც გაგრძელდა.

“სახალხო დამცველმა დაადასტურა, რომ 2008 წელს, სახალხო დამცველის ანგარიშში იყო მოყვანილი ფაქტი, რომ მესაკუთრეების წაართვეს ტელევიზია და მან დღეს ესეც დაადასტურა, რომ სახალხო დამცველის 2008 წლის ანგარიშს იგი ეთანხმება. ამ პროცესს შევხედოთ დინამიკაში და ეს ძალიან საინტერესო პროცესია. ჩემთვის ახლა ყურადსაღებია ის პროცესი, როდესაც ნიკა გვარამია თავისი ბორდის მეშვეობით, მესაკუთრეებს პირდაპირი ეთერით ევაჭრება და სთხოვს 51 % საკონტროლო პაკეტის გადაცემას. შესაბამისად, ეს სერიები გაგრძელდება და დაველოდოთ, აქ ხელისუფლების დადანაშაულება უადგილოა,“ - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ ვანო ზარდიაშვილმა.

საპარლამენტო უმცირესობის მდივანი, ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრის ირაკლი აბესაძის თქმით, ყველაფრის თანამონაწილეც და დამკვეთიც არის სახელმწიფო.

რუსთავი 2-ზე, საზოგადოებრივ მაუწყებელზე და სხვა მედია საშუალებებზე მიმდინარე მოვლენებს სახალხო დამცველი აფასებს, როგორც მედია გარემოს შეზღუდვის მცდელობას, მას ემატება ცალკეული ჟურნალისტების თუ რუსთავი 2-ის დირექტორის მიმართ განხორციელებული პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ჩანაწერებით შანტაჟის ფაქტები და ეს ყველაფერი ნათელს ხდის მორიგ ჯერზე, ამ ყველაფრის თანამონაწილეც და დამკვეთიც არის სახელმწიფო,“ - აღნიშნა აბესაძემ.

პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის რომან გოცირიძის თქმით, რუსთავი 2-ს საქმეზე გამოვლინდა ხელისუფლების ყველა მახინჯი მხარე.

“სწორედ რუსთავი 2-თან შეჯახებამ გამოავლინა ამ ხელისუფლების ყველა მახინჯი მხარე. ეს არის არაფორმალური მმართველობა, სასამართლო სისტემის დეგრადაცია, კორუფცია. ეს არის ხელისუფლების ყოვლისშემძლეობის მითის დამსხვრევა," - განაცხადა გოცირიძემ.    

დღის ამბები