20 აპრილი 2024,   15:26
ვრცლად
ემანუელ მაკრონმა მინისტრთა კაბინეტი დააკომპლექტა - ახალ მთავრობაში გენდერული ბალანსი დაცულია

საფრანგეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა მინისტრთა კაბინეტის პირველი სხდომა ჩაატარა. დანიშვნის შემდეგ მინისტრები ელისეს სასახლეში სამუშაო შეხვედრაზე პირველად შეიკრიბნენ.

39 წლის მაკრონმა მთავრობა ძირითადად ახალი სახეებით დააკომპლექტა და ერთადერთი ცნობილი სახე ჟან ივ ლე დრიანია, რომელსაც ფრანსუა ოლანდის კაბინეტში თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა. დღეს კი, ის საგარეო უწყებას ხელმძღვანელობს.

საფრანგეთის ახალ მთავრობაში გენდერული ბალანსი დაცულია. 22 მინისტრიდან 11 ქალია.

დღის ამბები