ევროსასამართლოს მოსამართლის ნონა წოწორიას ძმის სახლში მიმდინარე ჩხრეკასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს. უწყების ინფორმაციით, ჩხრეკა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა და მას ადვოკატი ესწრებოდა.
შსს-ს ინფორმაციით, ამოღებულია პისტოლეტი და სხვადასხვა ტიპის ვაზნები. უწყების ინფორმაციით, დაინიშნება ექსპერტიზა.
გამოძიება 236-ე მუხლით მიმდინარეობს.