25 აპრილი 2024,   14:14
ვრცლად
70-ე კანის კინოფესტივალი მსოფლიოს კინო ვარსკვლავებს და ჟურნალისტებს მასპინძლობს

70-ე კანის კინოფესტივალი მსოფლიოს კინოვარსკვლავებს და ჟურნალისტებს მასპინძლობს. საკონკურსო ფილმების ჩვენებები ისტორიულ კინოთეატრში უკვე მეორე დღეა, მიმდინარეობს.

დებიუსის დარბაზში შეკრებილმა მაყურებელმა უნგრელი რეჟისორის, კორნელი მუნდრუცუს ფილმი იუპიტერის მთვარეც ნახა. ფილმში მთავარ როლს მერაბ ნინიძე ასრულებს. ქართველი მსახიობის კანის კინოფესტივალის 70-ე შეკრებას პირადადაც ესწრება.

სულ ფესტივალის განმვალობაში 19 საკონკურსო ფილმს წარადგენენ, ჟიურის ვარსკვლავური შემადგენლობა კი საბოლოო გადაწყვეტილებას მომდევნო კვირაში მიიღებს. ფესტივალი კანში 28 მაისს დაიხურება.

დღის ამბები