16 აპრილი 2024,   18:30
ვრცლად
საია გიორგი მამალაძის საქმეზე სასამართლო სხდომის სრულად დახურვას გაუმართლებლად მიიჩნევს

საია გიორგი მამალაძის საქმეზე სასამართლო სხდომის სრულად დახურვას გაუმართლებლად მიიჩნევს.

ამ ფაქტთან დაკავშირებით საია საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ გამოძიების ეტაპზე პროკურატურის მიზანმიმართული მოქმედებების და მაღალი თანამებობის პირების მიერ გაკეთებული განცახდებების გამო, ცალსახად დაირღვა როგორც მამალაძის უდანაშაულობის პრეზუმპცია, ასევე მხარეთა მხარეთა თანასწორობის უფლება. 

"გამოძიების ეტაპზე, ყოველივე ზემოაღნიშნული ემსახურებოდა საზოგადოებრივი აზრის ცალსახად ერთი მიმართულებით განვითარებას, ბრალდებულის უფლებებისა და ინტერესების საზიანოდ. ამ ფონზე, სასამართლო განხილვების საჯაროობა წარმოადგენს ერთადერთ შესაძლებლობას, ბრალდებულმა და დაცვის მხარემ პასუხი გასცენ საზოგადოებაში არსებულ შეკითხვებს, რომელიც, მათ შორის, პროკურატურის მხრიდან ცალმხრივად გამოქვეყნებულმა მტკიცებულებებმა გამოიწვია, ხოლო საზოგადოებამ შეიტყოს სრული სიმართლე აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.

"საია მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას და სასამართლოს, გაითვალისწინოს საქმის მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესი, თავად ბრალდებულის უფლება და მოთხოვნა - სხდომის ღიაობასთან დაკავშირებით და იმოქმედონ ისე, რომ მაქსიმალურად ნაკლები ინტენსივობით შეიზღუდოს ბრალდებულოს უფლებები და არ მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი სასამართლო პროცესის მიმართ საზოგადოებაში ნდობის შენარჩუნებას," - ნათქვამია საია-ის განცხადებაში. 

 

 

დღის ამბები