18 აპრილი 2024,   07:08
ვრცლად
გამოძიებამ როგორ დაადგინა სიმამრისთვის ამ იარაღის კუთვნილება, ამოუცნობია - ოთარ წოწორიას ადვოკატი

ევროსასამართლოს მოსამართლის, ნონა წოწორიას, ძმის ოჯახში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას ოთარ წოწორიას ადვოკატი ეხმაურება.

ოთარ წოწორიას ადვოკატს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით კითხვები უჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ საქმე მისი დაცვის ქვეშ მყოფის მისამართით წყდება, ის გარკვეულ ეჭვებზე მაინც საუბრობს.

„ბატონი ოთარისთვის და მისი მეუღლისთვის უცნობი არის, თუ როგორ მოხდა ეს იარაღი მათ ბინაში, ან ვის ეკუთვნოდა ეს იარაღი. გამოძიებამ როგორ დაადგინა სიმამრისთვის ამ იარაღის კუთვნილება, ამოუცნობია. ბატონმა ოთარმა გუშინ, ჩემი თანდასწრებით, გამოძიებას მისცა ახსნა-განმარტება, სადაც სიტყვა-სიტყვით განმარტა, რომ მისთვის უცნობია აღნიშნული იარაღის არსებობის შესახებ და დაადასტურა კიდევ ერთხელ ფაქტი, რომ პირველად მან ეს იარაღი იხილა სწორედ ამ ჩხრეკის ჩატარების დროს,“ - განაცხადა ლევან მასხარაშვილმა. 

დღის ამბები