19 აპრილი 2024,   10:05
ვრცლად
ერთგვარი ლეგიტიმური უფლებაც კი აღარ აქვს, რომ გააგრძელოს ამ თანამდებობაზე თავის საქმიანობა - დიმიტრი ცქიტიშვილი ზალბერს აკრიტიკებს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნეგატიურად აფასებს გერმანელი დიპლომატის, ჰერბერტ ზალბერის განცხადებას, თუმცა სკანდალურს არ უწოდებს.

გერმანელმა დიპლომატმა ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

„უბრალოდ, ამ ადამიანის გამონათქვამი, გეთანხმებით, იყო არასწორი და მე მიმაჩნია, რომ მას ერთგვარი ლეგიტიმური უფლებაც კი აღარ აქვს, რომ გააგრძელოს ამ თანამდებობაზე თავის საქმიანობა,“ - აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი.

მან აღნიშნა, რომ ვინაიდან ქვეყნისთვის ევროკავშირთან ურთიერთობა უმნიშვნელოვანესია, ქვეყანას უფრო მკაცრი რეაქცია ვერ ექნებოდა.

„სკანდალში ნუ გადავზრდით იმიტომ, რომ ჩვენ საქმე  გვაქვს არა რომელიმე ქვეყანასთან, არამედ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, სტრატეგიულ მიმართულებასთან, რომელიც არის ევროკავშირი,“ - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა. 

დღის ამბები