16 აპრილი 2024,   14:05
ვრცლად
საგარეო უწყების არაკომპეტენტურობამ სახელმწიფოსთვის სახიფათო ფორმა შეიძინა - სალომე სამადაშვილი

„საქართველოს საგარეო უწყების არაკომპეტენტურობამ სახელმწიფოსთვის სახიფათო ფორმა შეიძინა, ამას თვალნათლივ ვხედავთ ზალბერის ინციდენტთან დაკავშირებით,“ - ასე გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი, შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში გერმანელი დიპლომატისა და ევროკავშირის წარმომადგენლის, ჰერბერტ ზალბერის, განცხადებას, რომელმაც საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს, არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა

სალომე სამადაშვილმა საქართველოს ხელისუფლება არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მთავრობამ ზალბერის განცხადებაზე არანაირი რეაგირება არ მოახდინა.

„საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა კომფორტი შეუქმნეს გერმანელ დიპლომატს, რათ მას მოღვაწეობა გაეგრძელებინა,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

 

დღის ამბები