19 აპრილი 2024,   11:43
ვრცლად
გიორგი კვირკაშვილი ფედერიკა მოგერინის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერეკა მოგერინის შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია პრემიერის ოფიციალურ facebook გვერდზეა განთავსებული, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

"ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ფედერიკა მოგერინისთან (Federica Mogherini) შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს. იმედი გამოითქვა, რომ ნოემბერში ბრიუსელში დაგეგმილი სამიტი პრაქტიკულ შედეგებზე იქნება ორიენტირებული.

ფედერიკა მოგერინიმ კიდევ ერთხელ ხაზგასმით დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და აღნიშნა, რომ ევროკავშირი ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის ერთგულია."

დღის ამბები