19 აპრილი 2024,   10:38
ვრცლად
რეჯეპ ტაიპ ერდოღანი 70 წლის მანძილზე პირველი პრეზიდენტი ხდება, რომელიც პოლიტიკურ პარტიასაც უხელმძღვანელებს

რეჯეპ ტაიპ ერდოღანი თურქეთის ბოლო 70-წლიან ისტორიაში ქვეყნის პირველი ლიდერი ხდება, რომელიც ერთდროულად სახელმწიფო მეთაურის პოსტსაც დაიკავებს და პოლიტიკურ პარტიასაც უხელმძღვანელებს. მმართველმა პარტიამ დღეს ის თავმჯდომარედ უნდა აირჩიოს.

ყრილობა ანკარის სტადიონზე მიმდინარეობს. ამის გამო დედაქალაქში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებიც მოქმედებს. მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტია რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა 2001 წელს დააფუძნა. თუმცა, სამი წლის წინ, პრეზიდენტის პოსტის დაკავების გამო, პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა.

ახალი საკონსტიტუციო ცვლილება სახელმწიფო მეთაურს პოლიტიკურ პარტიის ხელმძღვანელობის უფლებასაც ანიჭებს.

დღის ამბები