16 აპრილი 2024,   09:12
ვრცლად
ველოდებით სრულ სურათს - ეკა ბესელია ლაშა თორდიაზე თავდასხმაზე საუბრობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ფიქრობენ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე, ლაშა თორდიაზე თავდასხმის ფაქტის გამოსაძიებლად საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა მიზანშეწონილი არ არის.

ქართული ოცნების დეპუტატები ჯერ პროკურატურის მიერ გამოძიების სრული სურათის წარმოჩენას ელოდებიან.

„გამოძიების მიმდინარეობა ხდებოდეს და პარალელურად პარლამენტი ატარებდეს საგამოძიებო მოქმედებებს, ასეთი რამ პირდაპირ ეწინააღმდეგება რეგლამენტს, ამიტომ თუ ვამბობთ, რომ გამოძიება, რომელიც დაწყებულია ერთ კვირაზე მეტია და ისინი ინტენსიურად ატარებენ სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებას, ჩვენ ველოდებით ამ გამოძიების შუალედური ინფორმაციის შემდეგ უკვე სრულ სურათს იმისთვის, რომ გავაკეთოთ დასკვნა, რეალურად რა მოხდა და რასთან გვაქვს საქმე,“ - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.

საგამოძიებო კომისიის შექმნა პარლამენტს ცოტა ხნის წინ თავად ლაშა თორდიამაც სთხოვა. რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ამ საკითხზე დეპუტატები, დღეს ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები