19 აპრილი 2024,   06:31
ვრცლად
თორდიაზე თავდასხმის საქმე - განხილვები ბიუროს სხდომაზე

ლაშა თორიდაზე თავდასხმის საქმე - 13 მაისს მომხდარ ფაქტზე პარალმენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა ბიუროს სხდომაზე დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვა ევროპულმა საქართველომ. პარტიის წევრმა სერგო რატიანმა ბიუროს სხდომაზე, კონსულტაციების გამართვის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„ეს არის პარლამენტის ღირსების საქმე, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ის რაც გააკეთა ფარცხალაძემ, ის რაც ჩანს, არის ძალიან სერიოზული გამოწვევა სახელმწიფოსა და პარლამენტისთვის ამიტომ მოგიწოდებთ, იმისთვის რომ შევქმნათ საგამოძიებო კომისია,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

მოთხოვნას მხარს უჭერს ნაციონალური მოძრაობაც. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ საქმე საფუძვლიანად უნდა გამოიძიოს, რადგან არსებობს ეჭვი, რომ შს სამინისტრო ყოფილ მთავარ პროკურორს ხელს აფარებს.

"მიდის ფაქტობრივად ფარცხალაძის გამართლება, გადაბრალება მისი თანმხლები პირებისადმი, თუმცა აქ პროვოცირების საფუძვლად სახელდება ბატონი თორდია,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მათ წინადადებას უმრავლესობა არ იზიარებს. ფრაქცია ქართული ოცნება - კონსერვატორების წევრი ზვიად ძიძიგური ამბობს, რომ გამოძიების დალოდებას უსვამს ხაზს და ამბობს, რომ ის ინტენსიურად მიმდინარეობს. ძიძიგურმა სერგო რატიანის განცხადებასაც უპასუხა, კონსულტაციების გამართვასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „ფრაქციებს, უმრავლესობას, ოპოზიციას შეუძლიათ ამ თემებზე კონსულტაციები გამართონ.

„ჩვენ ყველანი დაინტერესებულები ვართ, რომ რაც შეიძლება მალე იქნას გამოძიებული აღნიშნული ინციდენტი,“ - აცხადებს ძიძიგური.

 

 

დღის ამბები