23 აპრილი 2024,   21:58
ვრცლად
ზუგდიდის საკრებულომ ქალაქისთვის თვითმმართველის სტატუსის შეჩერებას მხარი დაუჭირა - გადაწყვეტილება განხილვის გარეშე მიიღეს

ზუგდიდის საკრებულომ ქალაქისთვის თვითმმართველის სტატუსის შეჩერებას მხარი დაუჭირა. 

საკრებულოს თავმჯდომარე ნატო შეროზია სხდომის დატოვებიდან რამდენიმე წუთში დარბაზში დაბრუნდა და განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება განხილვის გარეშე იყო მიღებული. საკითხზე არც კენჭისყრა ჩატარებულა.

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ საკრებულოს წევრების უკმაყოფილების მიუხედავად შეროზიამ სხდომათა თარბაზი კიდევ ერთხელ დატოვა. 

შეგახსენებთ, რომ  დღევანდელი სხდომა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები