24 აპრილი 2024,   13:26
ვრცლად
სახელმწიფო აუდიტი სავარაუდო კორუფციულ გარიგებებზე არსებულ დოკუმენტაციას პროკურატურაში აგზავნის

აუდიტის სამსახური დასკვნას ასაჯაროებს. დოკუმენტში მოცემულია ინფორმაცია მერიასა და ყოფილი მთავარი პროკურორის კუთვნილ კომპანიას შორის შეთანხმებაზე მიწის მონაცვლეობასთან დაკავშირებით.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძის მფლობელობაში მყოფი კომპანია თბილისის მერიისგან კომპენსაციის სახით ანაზღაურებას 2012 წლიდან ითხოვდა. საუბარია კომპანიის მფლობელობაში მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ 19 297 კვადრატულ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც 2012 წელს თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ გაყვანილმა გზამ გაიარა, დაახლოებით 97 მეტრიან მონაკვეთზე. კომპანიის საკუთრებაში არსებულ მონაკვეთზე გავლილმა გზამ მიწის დაახლოებით 74% დაიკავა.

„580 ათას ლარად ოთარ ფარცხალაძემ შეიძინა 2 მილიონ 600 ათასი ლარის აქტივის მქონე იურიდიული კომპანია. აქ კიდევ გამოძიების საგანია, რამდენად იცოდა ოთარ ფარცხალაძემ, რომ მას გაუკეთებდნენ ამ ჩანაცვლებას. რამდენად იცოდა მან, რომ ქალაქ თბილისის მერია, საკრებულო, მთავრობა მიიღებდა დადებით გადაწყვეტილებას. ამას ვაგზავნით ჩვენ პროკურატურაში, რომ დამატებითი მოკვლევისთვის და გამოძიებისთვის მათ შესაბამისი პროცედურები ჩაატარონ, მაგრამ ამის იმედი მე ნამდვილად არ მაქვს,“ - აცხადებს ლაშა თორდია.

აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული შუალედური დასკვნა ეფუძნება მერიის მიერ აუდიტის სამსახურისთვის გადაცემულ დოკუმენტაციას. ლაშა თორდიას მტკიცებით, სწორედ ამ მოკვლევის გამო დაესხნენ თავს ყოფილი პროკურორი და მისი თანხმლები პირები მას ელ ცენტროში.

დღის ამბები