20 აპრილი 2024,   09:31
ვრცლად
აუდიტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არასწორია - ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი

აუდიტის სამსახურში გამართულ ბრიფინგს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის უფლებადამცველი გამოეხმაურა.

უფლებადამცველის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, აუდიტის სამსახური მის დაცვის ქვეშ მყოფზე ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. ის ამბობს, რომ აუდიტის სამსახური ფაქტების ინტერპრეტირებას ახდენს, როდესაც აცხადებს, რომ ვიდრე ოთარ ფარცხალაძე არ ჩაერთვებოდა საქმეში, წინა მფლობელთან, გაცვლის თაობაზე მერიას მოლაპარაკებები არ ჰქონია.

„ეს დოკუმენტი ამტკიცებს იმას, რომ აუდიტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არასწორია, რომ აუდიტის სამსახური ამბობს, რომ ვერ მოიძია თურმე კომუნიკაცია, რომ არსებობდა მერიასთან აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან, მაგრამ ფარცხალაძე ამ კომპანიაში არ შევიდა. ჩანაცვლების საკითხი დგას ჯერ კიდევ 2014 წელს, როდესაც ფარცხალაძე ამ კომპანიაში არ არის და თუ ამ კუთხით გავყვებით, ლოგიკურია, რომ არანაირ პრივილეგირებულ მდგომარეობაზე არ არის საუბარი და პლიუს ამას, ლევან სამხარაული ექსპერტიზის დასკვნით არის შეფასებული მიწის ნაკვეთები და რაც არის სხვაობა, ეს სხვაობა არის შემდგომში გადახდილი ამ ჩანაცვლების შემთხვევაში ფარცხალაძის კომპანიის მხრიდან,“ - განაცხადა ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს აუდიტის სამსახურმა ოთარ ფარცხალაძესა და მერიას შორის ჩადენილ კორუფციულ გარიგებებზე ინფორმაცია გაავრცელა.

დღის ამბები