16 აპრილი 2024,   16:00
ვრცლად
აუდიტის დასკვნა ფარცხალაძის ბიზნესზე და დოკუმენტში გამოკვეთილი სავარაუდო კორუფციული ნიშნები, სადაც ნარმანიას სახელი ფიგურირებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დღეს დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც თბილისის მერიასა და ყოფილ მთავარ პროკურორს შორის სავარაუდო კორუფციული გარიგებაა ასახული. პირველ შემთხვევაში საუბარია შპს ბი ეს არ სი დი ჯი დეველოპმენტისთვის მიყენებულ ზარალსა და მის კომპენსაციაზე. 2012 წელს ზარალი, რომელიც კომპანიას გზის გაყვანით მიადგა, მერიამ მას შემდეგ აუნაზღაურა, რაც კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ოთარ ფარცხალაძე გახდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თქმით, გამოძიება ასევე უნდა დაინტერესდეს აუქციონით, როდესაც ფარცხალაძე კომპანიის ქონების მომიჯნავე ტერიტორიაზე აუქციონის გამოცხადებას ითხოვდა. დოკუმენტებში ასახულია, რომ მთავარმა პროკურორმა მიწა საბაზროსთან შედარებით 1.7-ჯერ ნაკლებ ფასად მიიღო. თბილისის მერიაში აუდიტის დასკვნას არ იზიარებენ, საკრებულოს ოპოზიცია კი კორუფციულ ნიშნებს ხედავს.

ფარცხალაძის ადვოკატი ამბობს, რომ ნაკვეთების გაცვლა ფარცხალაძის გამოჩენამდე იყო შეთანხმებული ძველ მესაკუთრესთან, ფასთა შორის სხვაობა კი მოგვიანებით, ყოფილი მთავარი პროკურორის კომპანიამ დაფარა.

აუდიტის დასკვნის გამო მერის საკრებულოში დაბარების საფუძველს მმართველ გუნდში ვერ ხედავენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები