19 აპრილი 2024,   07:29
ვრცლად
თვითმმართველი ქალაქების გაერთიანება - წინააღმდეგობის მიუხედავად ზუგდიდსა და ოზურგეთში კენჭისყრა მმართველი გუნდის სასარგებლოდ დასრულდა

თვითმმართველი ქალაქების გაერთიანებაზე საკრებულოს სხდომებზე მსჯელობა დღეს ზუგდიდსა და ოზურგეთში ცხარე კამათის ფონზე გაიმართა. ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნატო შეროზიამ, სხდომა ჯერ დატოვა, შემდეგ რამდენიმე წუთში დარბაზში ისევ დაბრუნდა და გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება ისე მიიღეს, რომ სხდომაზე მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების რაოდენობაც არ დაუთვლიათ.

ხმაურიანი დაპირისპირებისა და ურთიერთბრალდებების მიუხედავად, ოპოზიციამ საკითხის გადადებაზე მმართველი პარტია ვერ დაიყოლია. ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე დღეს მუნიციპალიტეტისა და ქალაქის გაერთიანების საკითხს ეწინააღმდეგებოდნენ ადგილობრივები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

ოზურგეთის საკრებულოს ქართული ოცნების წარმომადგენლებმა ოზურგეთის ქალაქისა და მუნიციპალიტეტის გაერთიანება კენჭისყრის შედეგად, 8 მომხრე 4-ის წინააღმდეგ, შეძლეს.

თვითმმართველობებში მიმდინარე პროცესების ეწინააღმდეგებიან საპარლამენტო ოპოზიციის წევრები. ოპოზიციის ბრალდებებს ხელისუფლება უარყოფს და საკრებულოებიდან მისაღებ მასალებს ელოდებიან.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს წინადადების განხილვა პარლამეტში ივნისში დაიწყება, ხოლო საბოლოო ვარიანტს კი კენჭს საგაზაფხულო სესიის ბოლოს უყრიან.

ავტორი: ემა გოგოხია, ლადო მენაბდე.

დღის ამბები