19 აპრილი 2024,   07:04
ვრცლად
თბილისში თურქეთის პრემიერ-მინისტრი, ბინალი ილდირიმი ჩამოვიდა

თბილისში თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი ჩამოვიდა. მისი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. 

მას აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დახვდა. მინისტრის განცხადებით, ვიზიტი საქართველოსა და თურქეთის დიმპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს ემთხვევა. 

„უნდა აღინიშნოს, რომ ამ წლების განმავლობაში საქართველომ და თურქეთმა ჩამოაყალიბეს ნამდვილად სამაგალითო ურთიერთობა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თურქეთის ძალიან მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისადმი, ჩვენიევროატლანტიკრიმისწრაფებებისადმი,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრი საქართველოს 7 მინისტრთან ერთად ეწვია, რომელიც  ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებული ურთიერთობის დასტურია.

„აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრი ჩამოდის 7 მინისტრთან ერთად, რაც ხშირად არ ხდება. ეს არის დასტური განსაკუთრებული და სანიმუშო ურთიერთობების ორ ქვეყანას შორის. ხვალ იქნება სტრატეგიული საბჭოს შეხვედრა, სადაც განიხილება ყველა საკითხი, რომელიც მოიცავს ჩვენს შორის არსებულ ურთიერთობას,“ - განაცხადა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ. 

თურქეთის მთავრობის მეთაურის ოფიციალური ვიზიტი ხვალ დაიწყება. ის ქვეყნის ხელისუფლებასთან სხვადასხვა თემაზე გამართავს მოლაპარაკებებს.

 

დღის ამბები