სამოქალაქო სექტორი და ოპოზიცია ფართომასშტაბიანი პროტესტისთვის ემზადებიან. არასამთავრობო სექტორი პრემიერმინისტრისთვის გასაგზავნ მიმართვას ამზადებს და 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის შეჩერებას აპროტესტებს.
მესამე სექტორმა უკვე გამოითხოვა საკრებულოების გადაწყვეტილებებიც და სასამართლოში მათ გასაჩივრებას გეგმავს. ნაციონალური მოძრაობა კანონდარღვევების გამო გასაჩივრებას გეგმავს. ევროპული საქართველო საპროტესტო აქციებსაც არ გამორიცხავს.
პრეზიდენტის პრესსპიკერმა დღეს კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დაანონსებული თვითმმართველობის რეფორმა. პრეზიდენტის ადმინისტრაცია თვითმმარველობის რეფორმის საყოველთაო განხილვის მომხრეა.
მმართველი გუნდი კი ბიუჯეტის დაზოგვას ერთ-ერთი მთავარ არგუმენტად ასახელებს. პარლამენტში განხილვამდე ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახალ ინიციატივას, რომელიც 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის შეჩერებას გულისხმობს, მინისტთა კაბინეტს თვის ბოლოს წარუდგენს.