19 აპრილი 2024,   07:44
ვრცლად
ფარცხალაძესა და მერიას შორის მომხდარი სავარაუდო კორუფციული გარიგება და ურთიერთბრალდებები

ოთარ ფარცხალაძის ინტერესების დამცველები ლაშა თორდიას კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებენ. ადვოკატების მტკიცებით, თორდიამ სამსახურეობრივი მდგომარეობა პირადი ინტერესებისთვის გამოიყენა და შუალედური დასკვნის გასაჯაროებით აუდიტორებმაც ეთიკის ნორმები დაარღვიეს.

ადვოკატებმა ის დოკუმენტაციაც წარადგინეს, რაც, მათი მტკიცებით, ადასტურებს, რომ აუდიტის სამსახურის დასკვნა მცდარია. აუდიტის სამსახურის შუალედურ დასკვნაში აღნიშნულია, რომ კომპანიამ, რომელიც 2012 წელს გზის გაყვანის დროს დაზარალდა, მერიისგან კომპენსაცია ფარცხალაძის მფლობელობაში გადასვლის შემდეგ მიიღო.

აუდიტის სამსახურის მიერ გუშინ გასაჯაროებული ფაქტების საფუძველზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და უწყებაში მასალების გადაცემის გაჭიანურებაზე საუბრობენ.

პროკურატურის ამ განცხადებისა და ბრალდებებისთვის აუდიტის სამსახურს დღეს არ უპასუხია.

სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, რომ ლაშა თორდიას და აუდიტორებს არც კანონი დაურღვევიათ და არც ეთიკის კოდექსი.

აუდიტის სამსახურის დასკვნასა და გენერალურ აუდიტორზე თავდასხმას პრეზიდენტი გამოეხმაურა. მომხდარში ადმინისტრაცია არამხოლოდ კრიმინალურ, არამედ პოლიტიკურ ნიშნებს ხედავს.

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს თავად გენერალური აუდიტორი. მმართველი გუნდი კი ამის აუცილებლობას ვერ ხედავს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები