24 აპრილი 2024,   10:24
ვრცლად
არავის აქვს უფლება, დაარღვიოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენული უფლებები - ბინალი ილდირიმი

თურქეთის მთავრობის მეთაურმა, ბინალი ილდირიმმა, საქართველოში ვიზიტისას, დიპლომატიური ურთიერთობების 25 წელი, ტერიტორიული მთლიანობის და ევროატლანტიკური კურსის მხარდაჭერა და ეკონომიკური პროექტები  განიხილა.

„არავის აქვს უფლება, დაარღვიოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენული უფლებები. არავის არა აქვს უფლება, დაარღვიოს ეს ორი მოცემულობა. ნებისმიერი პრობლემა, თუ რაიმე შეიძლება წარმოიშვას მომავალში, მოგვარდება ურთიერთანამშრომლობის თვალსაზრისით. განსაკუთრებით პრობლემები აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით, ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული, გამომდინარე ზემოთხსენებული ორი პრინციპიდან,“ - განაცხადა ბინალი ილდირიმმა.

ბინალი ილდირიმი თბილისში ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს შეხვდა.

საქართველოს პრემიერმინისტრთან, გიორგი კვირიკაშილთან, საუბრისას, მან ყურადღება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

თურქეთის პრემიერმინისტრის ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულებულია.

ამავე თემაზე
დღის ამბები