20 აპრილი 2024,   05:33
ვრცლად
7 ქალაქის სტატუსის შეცვლით მოსახლეობა არ დაზარალდება - მიხეილ ჯიბუტი თვითმმართველობის რეფორმაზე

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, მიხეილ ჯიბუტი, თვითმმართველობის რეფორმის გატარებას მიესალმება და ამბობს, რომ თავის დროზე, როდესაც 7 ქალაქს თვითმმართველის სტატუსი მიენიჭა, სრულიად გაუაზრებლად და დაუსაბუთებლად გაკეთდა.  

არჩევანის ეთერში მან აღნიშნა, რომ 7 ქალაქის გამოყოფას ეწინააღმდეგება და აღნიშნავს, რომ განვითარება ჰარმონიზებისკენ უნდა წავიდეს. მისთვის გაუგებარია, რა ნიშნით შეირჩა ეს 7 ქალაქები.

"დღეს მგონია, რომ ამ შვიდი ქალაქისთვის სტატუსის შეცვლით ზარალდებიან ის ადამიანები, ვინც არიან დასაქმებულები ამ სტრუქტურებში, მაგრამ მოსახლეობა არანაირად არ დაზარალდება. ქალაქის სტატუსი არ არის თვითმმართველობა. ეს არის ადამიანის უფლება," - ამბობს მიხეილ ჯიბუტი. 

დღის ამბები