19 აპრილი 2024,   16:37
ვრცლად
მოსახლეობას დღეს საკუთარი პრობლემები ადარდებს და არა თვითმმართველობის სტატუსის გაუქმება - ამბროლაური

ამბროლაურის საკრებულოს და ევროპული საქართველოს წევრი, მაია კაციტაძე, მიიჩნევს, რომ თვითმმართველობამ, პირველ რიგში, საზოგადოებას უნდა მოუსმინოს.

ამის თაობაზე მან გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში ისაუბრა. მაია კაციტაძის აზრით, საკრებულოს სხდომას მხოლოდ თვითმმართველობის სტატუსის გაუქმების საკითხზე არ უნდა იკრიბებოდეს.

„ჩვენს მოსახლეობას დღეს, ალბათ, ადარდებს, რომ მათ სოციალურ დახმარებაზე ესაუბრონ, ადარდებთ ის, რომ მათ საჭიროებებზე გასცენ პასუხი, ვიდრე ის, რაზეც ჩუმად იღებენ გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა მაია კაციტაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები