18 აპრილი 2024,   04:36
ვრცლად
ტერაქტი მანჩესტერში - ბრიტანეთის სტრატეგიულ ობიექტებს უკვე არმიის ქვედანაყოფები იცავენ

ბრიტანეთის სტრატეგიულ ობიექტებს უკვე არმიის ქვედანაყოფები იცავენ. ტერორისტული საფრთხის დონის კრიტიკულ ზღვრამდე გაზრდის შემდეგ, სხვადასხვა ქალაქში 900-ზე მეტი სამხედრო გაგზავნეს, თუმცა მათი რიცხვი შესაძლოა 4 ათასამდე გაიზარდოს.

სამართალდამცველებს მანჩესტერის ტერაქტთან კავშირის ბრალდებით სულ 4 ეჭვმიტანილი ჰყავთ დაკავებული, მათ შორის თვითმკვლელი ტერორისტის, სალმან აბედის ძმაც. 22 წლის აბედის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურს ინფორმაცია ჰქონდა. თავდამსხმელი მანჩესტერში ტერაქტის მოწყობამდე რამდენიმე დღით ადრე ლიბიიდან დაბრუნდა. გამოძიება ვარაუდობს, რომ ის მარტო არ მოქმედებდა.

ტერაქტს 22 ადამიანი ემსხვერპლა, 64 კი დაშავდა. სპეციალისტებმა დაღუპულთა იდენტიფიცირების პროცესი უკვე დაასრულეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები