25 აპრილი 2024,   06:17
ვრცლად
ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი - შეფასებები გერენალ-მაიორ კულახმეტოვის ცხინვალში ე.წ. ელჩად დანიშვნაზე

რუსეთის შეიარაღებული ძალების გერენალ-მაიორ მარატ კულახმეტოვს ცხინვალში ე.წ. დიპლომატის სტატუსით ელიან. ვლადიმერ პუტინმა ის ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის ე.წ. ელჩად დანიშნა.

2004 წლიდან რუსული სამშვიდობო კონტიგენტის ხელმძღვანელი მარატ კულახმეტოვი 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს, რუსულ შენაერთებს პირადად მეთაურობდა. პუტინის გადაწყვეტილებას მისი ე.წ. ელჩად დანიშვნის შესახებ, სამხედრო ოკუპაციის გაგრძელებად აფასებს ოპოზიცია და მიაჩნია, რომ ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე არასათანადოდ აქტიურობს.

ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ამ ფაქტით რუსეთმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ოკუპირებული ცხინვალის ანექსიისკენ.

გენერალ-მაიორობიდან ე.წ. დიპლომატობამდე კულახმეტოვმა მოკლე გზა განვლო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის ბოლო რამდენიმე წელი სერგეი ლავროვის მრჩეველი იყო და მეორე რანგის ატაშეს წოდება ჰქონდა.

დღის ამბები