16 აპრილი 2024,   08:58
ვრცლად
მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახის საქმე - გამოძიების დაწყების მოთხოვნა და მერის განმარტებები

მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახისთვის გადაცემული მილიონიანი კომპენსაციის საკითხის გამოძიება შესაძლოა პროკურატურამ დაიწყოს. ამ მოთხოვნით საგამოძიებო უწყებას უკვე სამოქალაქო სექტორიდანაც მიმართეს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პროკურატურას ყველა დოკუმენტი გადასცა, რომელთა მიხედვითაც, არასამთავრობო ორგანიზაცია შესაძლო დანაშაულზე აკეთებს აქცენტს.

საია-მდე პროკურატურაში განცხადება თბილისის საკრებულოს ოპოზიციამაც შეიტანა, თუმცა მას რეაგირება არ მოჰყოლია.  

გამოძიების დაწყების აუცილებლობას თბილისის მერი, დავით ნარმანია ვერ ხედავს. ის დარწმუნებულია, რომ მერიის გადაწყვეტილება, რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლის ძმისთვის მილიონიანი ქონების გადაცემის მიზანი, მხოლოდ დაზარალებული მოქალაქის დახმარება იყო.

პროკურატურისგან განსხვავებით, საქმის წარმოება საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული წესით უკვე დაწყებული აქვს. ამ შემთხვევაში სასამართლო საკრებულოს ოპოზიციის ერთიან სარჩელს განიხილავს. უახლოეს დღეებში დაგეგმილ სხდომაზე ოპოზიცია შუამდგომლობას დააყენებს და დავით ნარმანიას დაკითხვას მოითხოვს.

დაიწყება თუ არა გამოძიება მოსამართლის ოჯახის სკანდალის შესახებ, ჯერ უცნობია. მთავარ პროკურატურაში განცხადება არ გაკეთებულა. დაახლოებით ერთი თვის წინ მთავარი პროკურორი აცხადებდა, რომ საგამოძიებო უწყებაში საქმის მასალების მხოლოდ შესწავლა მიმდინარეობდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები