19 აპრილი 2024,   02:51
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა ოზურგეთში და მოსახლეობის პროტესტი

საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა გაიმართა დღეს ოზურგეთში. პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევასთან ერთად, მოსახლეობის ნაწილმა, ოზურგეთისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებაც გააპროტესტა.

მათი თქმით, მოქალაქეების უმრავლესობა უარყოფითად არის განწყობილი ამ რეფორმის მიმართ.

„ძალიან მტკივნეულად განიცდის მოსახლეობა იმას, რომ ქალაქ ოზურგეთს ჩამოერთვა თვითმმართველი ერთეულის სტატუსი. ეს ნამდვილად არის დემოკრატიისკენ და მოსახლეობის ჩართულობისაკენ უკან გადადგმული ნაბიჯი,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - რეგიონების წევრმა ლელა ქებურიამ.

ფრაქცია ქართული ოცნების წევრი არჩილ თალაკვაძე კი ამბობს, რომ თვითმმართველობის გარანტიები ახალ კონსტიტუციაში კიდევ უფრო ძლიერდება.

კონსტიტუციური პროექტის განხილვა ხვალ მესტიასა და ყაზბეგში გაგრძელდება.

დღის ამბები