25 აპრილი 2024,   18:43
ვრცლად
დონალდ ტრამპი იტალიაში რომის პაპს შეხვდა

დონალდ ტრამპი დღეს რომის პაპს შეხვდა. შეერთებული შტატების ლიდერი მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა ვატიკანის მოციქულთა სასახლეში მიიღო. ნახევარსაათიანი შეხვედრის კონკრეტული დეტალები უცნობია, თუმცა მისი დასრულების შემდეგ დონალდ ტრამპმა პაპ ფრანცისკეს უთხრა, რომ მისი სიტყვები არასდროს დაავიწყდება.

გავრცელებული ცნობით, რომის პაპმა და შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ტერორიზმთან და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე მათ საჩუქრებიც გაცვალეს.

 

დღის ამბები