25 აპრილი 2024,   10:51
ვრცლად
„არა სიძულვილს!“ „არა რასიზმს!“ „არა შიშს"! - ტრამპის საწინააღმდეგო აქცია ბრიუსელში

ბრიუსელში, ნატოს სამიტამდე 1 დღით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა.

დემონსტრაციის მონაწილეები ქუჩაში შემდეგი ლოზუნგებით გამოდიოდნენ: „არა სიძულვილს!“ „არა რასიზმს!“ „არა შიშს!“ „აკრძალეთ კედელი!“

ისინი აშშ-ის პრეზიდენტის ქვეყანიდან გაძევებას და მის ციხეში ჩასმას მოითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ ნატოს სამიტს ხვალ დონალდ ტრამპი პირველად უნდა დაესწროს. ქვეყანაში უსაფრთხოების უკიდურესი ზომებია მიღებული.

ხვალ ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერები ნატოს ახალ შტაბ ბინაში შეიკრიბებიან.

დღის ამბები