17 იანვარი 2021,   11:10
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებების - საყოველთაო განხილვა სტეფანწმინდაში მიმდინარეობს

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა ამ წუთებში სტეფანწმინდაში მიმდინარეობს. უმრავლესობა და უმცირესობა ადგილობრივ მოსახლეობას დაგეგმილ ცვლილებებს აცნობენ. მთავარი საკითხები კი, პრეზიდენტის არჩევის წესი და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილებებია.

"გადასანაწილებელი მანდატების თემა, ეს ნიშნავს აზრის დაკარგვას არჩევნებისთვის. საერთოდ აზრს კარგავს არჩევნებში მონაწილეობა. უმრავლესობა გვთავაზობს, რომ მთელი ხმები მე მიმაქვს რა პროცენტიც არ უნდა მიიღოს პირველ ადგილზე გასულმა,“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

პატრიოტთა ალიანსის ლიდერის მიერ გამოთქმულ კრიტიკას ქართლი ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა ზაქარია ქუცნაშვილმა უპასუხა.

სახალხო განხილვა ოპოზიციის გარეშე ჩატარდა მესტიაში. უმრავლესობის წევრები ადგილობრივ მოსახლეობას პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევითი წესის უპირატესობაზე ესაუბრებოდნენ.

შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონისგან სვანეთის, როგორც ცალკე მხარის გამოყოფის იდეაზეც ისაუბრეს.

„მე ვერაფრით ვერ გავიგე რა პრინციპით არის სამეგრელო-სვანეთი ერთად. თუ სიახლოვით არის საუბარი, მაშინ იმერეთი და სამეგრელო ერთმანეთზე არის გადაბმული და ჩვენს შორის 140 კილომეტრია. რა ლოგიკით არის გაერთიანება გაკეთებული მე ვერ ვხდები და ვერც მოსახლეობამ ვერ გაიგო,“ - განაცხადა ქართული ოცნების წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ.

დღის ამბები