წყნეთში სარეაბილიტაციო სამუშაოების სანახავად ჩასულ ქალაქის მერს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია დახვდა, რამაც დავით ნარმანიას გაღიზიანება გამოიწვია. ხოშტარიამ მერს გრიგალაშვილის ქუჩაზე არსებული პრობლემების გაცნობისკენ მოუწოდა, რაზეც დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ გამგეობა ყველა პრობლების შესახებ საქმის კურსშია.
„კონკრეტულ პრობლემას გეუბნებით, ორმოებია.. გარბიხართ? გესაუბრებით, ბატონო, დავით, წამობრძანდით მოსახლეობასთან,“ - მიმართა ელენე ხოშტარიამ დავით ნარმანიას.
დავით ნარმანიამ კი ხოშტარიას უპასუხა, რომ ნაციონალური მოძრაობის დროინდელი მთავრობისგან განსხვავებით, ქალაქის მერია ძალიან ბევრ საქმეს აკეთებს.
„არ მჭირდება თქვენთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრა,“ - უპასუხა დავით ნარმანიამ.