20 აპრილი 2024,   02:16
ვრცლად
ბავშვებისთვის სპორტული და სახელოვნებო ვაუჩერების გადაცემა - "ენმ"-ს ინიციატივა

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საზოგადოებას ახალი ინიციატივა წარუდგინა. ოპოზიციური პარტიის ინიციატივა თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და 40 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახების ბავშვებისთვის სპორტული და სახელოვნებო ვაუჩერების გადაცემას ითვალისწინებს.

პარტიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ინიციატივა ხელმოკლე ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებს საშუალებას მისცემს, იარონ სხვადასხვა წრეზე.

ინიციატივა პარტიის წინასაარჩევნო პროგრამის ნაწილია, რომლით სარგებლობაც ბავშვებს მეექვსე კლასის ჩათვლით შეეძლებათ.

დღის ამბები