20 აპრილი 2024,   18:18
ვრცლად
"პარლამენტის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იქნება ეს საქმე," - კობახიძე ფარცხალაძე-თორდიას საქმეზე საუბრობს

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ფარცხალაძე-თორდიას საქმეზე განცხადება გააკეთა. მისი თქმით მიმდინარე გამოძიებას საკანონმდებლო ორგანო განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდება. კობახიძემ არც საგამოძიებო კომისიის შექმნა გამორიცხა.

“კიდევ ერთხელ, ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ პარლამენტის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იქნება ეს საქმე და შესაბამისად, თუ საჭირო გახდება, ჩვენ არ გამოვრიცხავთ არც საგამოძიებო კომისიის შექმნას. ეს არის ის, რაც კიდევ ერთხელ შეგვიძლია გავიმეოროთ,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები