ოპოზიციურმა პარტიებმა საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობით მიმართეს. ხელმომწერები გერმანელი დიპლომატის, ჰელბერტ ზალბერის, ჟენევის სადისკუსიო ფორმატის თავმჯდომარეობის პოსტიდან გაწვევას მოითხოვენ.
დოკუმენტის ხელმომწერები ასევე ითხოვენ მის გათავისუფლებას სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს კრიზისების საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობიდან. სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველოს ინიციატივას ხელს 9 პარტია აწერს.
გერმანელმა დიპლომატმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს, არჩევნებში გამარჯვება მოულოცა. თუმცა, ამგვარი დიპლომატიური უხერხულობის მიუხედავად თბილისი ბოდიშის მოხდის გარეშე დატოვა.