25 ოქტომბერი 2020,   10:14
ვრცლად
"ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი" - ირაკლი კობახიძე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე საუბრობს

ხვალ თბილისში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია იხსნება. თბილისში შეხვედრები 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ეს ასამბლეის პირველი სესიაა, რომელიც 2002 წლის შემდეგ ალიანსის არაწევრ ქვეყანაში იმართება. საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომის დასასრულს კი ნატო-ს დელეგაციის წევრები საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციას მიიღებენ. პრემიერ-მინისტრის, და მთავრობის წევრების განმარტებით, ეს გარემოება კიდევ ერთხელ ადასტურებს ალიანსის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის თბილისში ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია ჩვენი ქვეყნისთვის.  

“დღემდე 4 ქვეყანაში ჩატარდა, არაწევრ ქვეყანაში ასეთი ღონისძიება, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესია და დღეს ოთხივე ქვეყანა არის ნატო-ს წევრი, შესაბამისად ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება და ვუმასპინძლებთ ძალიან დიდი ენთუზიაზმით“ - განაცხადა კობახიძემ.

დღის ამბები