25 ოქტომბერი 2020,   09:31
ვრცლად
იქნება წამოწეული საქართველოს თემაც - ჯეიმს აპატურაის კომენტარი ალიანსის პირველი სამიტის დაწყებამდე

ალიანსის წევრი ქვეყნის ლიდერები ამ წუთებში ნატო-ს ახალ შტაბბინაში იკრიბებიან. სამიტზე პირველი გენერალური მდივანი, იან სტოლტენბერგი მივიდა, რომელმაც ჟურნალისტებთან საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში ალიანსის ერთიანობაზე ისაუბრა. 

ყველა ლიდერის მოსვლის შემდეგ 2 მემორიალის გახსნა იგეგმება, რის შემდეგაც დროშები აღიმართება და ალიანსის წევრი ქვეყნის ლიდერები ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომაზე გადაინაცვლებენ. შეხვედრის მონაწილეებმა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„ნატო კოალიციას პრაქტიკულ დახმარებას უწევს, მაგრამ ჩვენ არ ვიყავით წარმოდგენილი კოალიციის შეხვედრებზე. ეს უკვე იცვლება. ნატო უშუალოდ იქნება ჩართული დიალოგში, პოლიტიკურ დისკუსიასა და დაგეგმვაში. ეს არ გულისხმობს, რომ ალიანსი უფრო მეტ წვლილს შეიტანს საბრძოლო ოპერაციების კუთხით... ვილაპარაკებთ რუსეთზეც და ჩვენს ერთიან დაბალანსებულ მიდგომებზე მის მიმართ. კიდევ ერთი საკითხი მონტენეგროა და სწორედ აქ იქნება წამოწეული საქართველოს თემაც. მონტენეგროს გაწევრიანებით დადასტურდა, რომ ნატო-ს კარი ღიაა და რომ რუსეთის ზეწოლა ვერ შეაჩერებს ვერც ალიანსს და ვერც ასპირანტ ქვეყანას თავად მიიღოს გადაწყვეტილება,“ - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

დღესვე აშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტებს გაცნობითი შეხვედრები ჰქონდათ. ნატო-ს შეხვედრაზე სავარაუდოდ, გაირკვევა როგორია აშშ-ს პოზიცია რუსეთთან მიმართებაში და სხვა აქტუალურ საკითხებზეც.

 

დღის ამბები