25 აპრილი 2024,   11:11
ვრცლად
ეს, დიდი ალბათობით, ჩვენი კომპანიისთვის არაფერს არ შეცვლის - iPlus-ის წარმომადგენელი ვალერი ცერცვაძის გადადგომას აფასებს

კომპანია iPlus-ში აცხადებენ, რომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის მიერ თანამდებობის დატოვება, სასამართლოში მიმდინარე დავაზე მის გავლენას ვერ შეამსუბუქებს. 

კომპანიის წარმომადგენლებისთვის ვალერი ცერცვაძის გადაწყვეტილება უბრალო ფორმალობაა.

„ეს, დიდი ალბათობით, ჩვენი კომპანიისთვის არაფერს არ შეცვლის, იმიტომ რომ, მოგეხსენებათ, ის არის იუსტიციის სკოლის დირექტორიც, ანუ მთელი მოსამართლეები მის ხელში არის გამოვლილი. ასევე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აქვს კავშირები და არ ველოდებით, რომ დიდად რამე ეჭვი შეიცვლება ჩვენი კომპანიის მხრიდან. პირიქით, ამჯერად შესაძლოა მანდ უფრო ღიად და აშკარად დაიწყოს ჩვენს კომპანიაზე ზეწოლა. იცით ალბათ, რომ ის დაკავშირებული არის ჩვენი კონკურენტი კომპანია iTechnic-თან. სასამართლომ სწორედ ამ კომპანიის მეშვეობით 1 მილიონ 600 ათასით დაგვაყადაღა,“ - განაცხადა iPlus-ის წარმომადგენელმა, კახა სეფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ iPlus-ის დამფუძნებელმა მამუკა მარღიშვილმა სასამართლო დავის მიმდინარეობისას არაერთხელ განაცხადა, რომ მისი კომპანია iTechnic-მა გააკოტრა, რომლის უკან სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, ვალერი ცერცვაძე დგას.

ამავე თემაზე
დღის ამბები