19 აპრილი 2024,   19:44
ვრცლად
სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი ვაკანტურია - ვალერი ცერცვაძე შესაძლოა მიხეილ ჩინჩალაძემ შეცვალოს

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი ვაკანტურია. დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ვალერიან ცერცვაძემ თანამდებობა დატოვა. გადაწყვეტილება iPhone plus-სა და ცერცვაძის ოჯახთან დაკავშირებულ კომპანია iTechnic-ს შორის დაწყებულ დავას უკავშირდება.

კითხვების თავიდან აცილების მიზნით კი ცერცვაძე საჭიროდ მიიჩნევს საააპელაციო სასამართლოს პოსტი დატოვოს. iPhone plus-ში განმარტავენ, რომ ცერცვაძის მიერ თანამდებობის დატოვების მიუხედავად საქმეზე მისი გავლენა არ შეიცვლება.

ცერცვაძის მიერ თანამდებობის დატოვების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა მიიღოს. მოსამართლეების ნაწილისთვის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის გეგმების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები არ საუბრობენ, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, ცერცვაძის შემცვლელად უვადოდ დანიშნული მოსამართლის, მიხეილ ჩინჩალაძის, კანდიდატურა განიხილონ.

კომპანია iPhone plus-სა და iTechnic-სშორის დავა ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს. ჯერ კიდევ გასულ წელს კომპანია iTechnic-მა სასამართლოს სარჩელით მიმართა, რომლის მიხედვითაც iPhone plus- ჰაკერული ჩარევით ფეისბუქ გვერდის გაუქმებაში ადანაშაულებდა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები