16 აპრილი 2024,   20:00
ვრცლად
თორდიას მაკომპრომეტირებელი ვიდეო - მესამე სექტორი საგამოძიებო უწყებების და ფარცხალაძის დაინტერესებას ხედავს

არასამთავრობო ორგანიზაციებს ლაშა თორდიას მაკომპრომეტირებელი ვიდეოს გავრცელებასთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ. მესამე სექტორს მიაჩნია, რომ კადრების საჯარო სივრცეში განთავსება საეჭვოდ ემთხვევა ლაშა თორდიასა და ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარი ინცინდენტის გამოძიებას.

არასამთავრობოები არ გამორიცხავენ, რომ ვიდეოს გავრცელების უკან საგამოძიებო ორგანოები და უშუალოდ ოთარ ფარცხალაძე იდგნენ. მათთვის ასევე გაუგებარია, რატომ დუმდა გამოძიება 5 თვე, თუ ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში იყო მათთვის ცნობილი გენერალური აუდიტორის მხრიდან რაიმე კანონდარღვევა.

გენერალური აუდიტორი კი არ გამორიცხავს, რომ ის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცენ. თორდია ასევე დარწმუნებულია, რომ მასალა გიორგი კალაძემ საგამოძიებო უწყებების ზეწოლის შედეგად გაასაჯაროვა, რასაც კალაძის ადვოკატი უარყოფს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტები ვარაუდობენ, რომ სამართალდამცავები ოთარ ფარცხალაძის დასაცავად მოწმეებზე ზეწოლასაც ახდენენ. ლაშა თორდიას მისი ადვოკატების და არასამთავრობოების პრეტენზიები მიუღებელია ოთარ ფარცხალაძის დაცვისთვის.

ურთიერთბრალდებების ფონზე გამოძიება გრძელდება. 13 მაისის ინცინდენტზე ორივე მხარე დაკითხულია. გასული წლის დეკემბრის ბოლოს მომხდართან დაკავშირებით კი 5 თვეა გამოძიება ისე მიდის, რომ არც თორდია და არც მის თანმხლები პირს ჩვენება არ მიუციათ.

ამავე თემაზე
დღის ამბები